მთავრობის სუბსიდია

ხოშტარია: ხალხი წუხს, გაზის შემმოწმებელი 1 თვის მერე მოდის, შეღავათიდან ვვარდებითო

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია, საკუთარ Facebook გვერდზე თბილისი ენერჯის მიერ ჯიქიას ქუჩაზე მცხოვრებისთვის გაგზავნილი მესიჯის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მოსახლეობამ მოუყვა, რომ მათთან გაზის შემმოწმებელი სპეციალურად ერთი თვის შემდეგ მიდის, რათა საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათი ვეღარ მიიღონ.

"უნამუსო მაქინაცია ქართული ოცნების მხრიდან. ეხლა ვიყავი კარდაკარზე ჯიქიას 8-ში და მოსახლეობამ მომიყვა.

მოკლედ, რადგან შეღავათებია დაწესებული 200 (m3) გაზზე, შემმოწმებელი მოდის რამდენიმე დღით გვიან და არა ზუსტად ერთ თვეში და ოდნავ მეტიც რომ ეწერება, ცხადია, შეღავათი აღარ ეკუთვნით. ამ ფოტოში 2 დღით გადაცდა ერთ თვეს და შესაბამისად 8 (m3) ით მეტია, ამიტომ ამოვარდნენ შეღავათიდან. მეორე ოჯახს 40 თეთრით გადაუცდა დენზე ისიც დაგვიანებული შემოწმების გამო და ასევე ამოვარდა". – წერს ხოშტარია.

საქართველოს მთავრობამ ნოემბერში გადაწყვეტილება მიიღო, რომ ოთხი თვის განმავლობაში - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი - საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თვეში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს მოიხმარენ, კომუნალური გადასახადები დაუსუბსიდიროს.

კომენტარები