კრიმინალი

შსს: კახეთში დავაკავეთ კაცი, რომელმაც დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს 1996 წელს დაბადებული თ.ბ, რომელმაც კახეთში, სოფელ ფშაველში, დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი - 1982 წელს დაბადებული ზ.ბ. მოკლა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ბ.-მ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მის დასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, 1982 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 

სამართალდამცველებმა თ.ბ. მომხდარი დანაშაულიდან მალევე, სოფელ ფშაველში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი". - წერია განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები