NATO-საქართველო

ბრაიზა: საქართველო უკვე უნდა იყოს NATO-ს წევრი

საქართველო უკვე დიდი ხანია უნდა იყოს NATO-ს წევრი, მაგრამ თქვენს შეკითხვას რომ ვუპასუხო, ვფიქრობ, პასუხია: არა. ვფიქრობ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ისევ და, ახლა უფრო მეტადაც, თავს იწუხებენ იმაზე ფიქრით, რომ არ გააღიზიანონ რუსეთი, რაც ბუქარესტის სამიტამდეც კი პრობლემა იყო. ამიტომაც, აშშ-ს ხელისუფლებას, როგორც NATO-ს ლიდერს, სჭირდება სტრატეგია, რომ ხელი შეუწყოს ამ წევრობას. 

მე არ ვარ არცერთი პარტიის წარმომადგენელი, მაგრამ არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვი, რომ ბოლო წლებში არ ჩანს რაიმე სახის სტრატეგიის არსებობა სამხრეთ კავკასიის მიმართ. ადრე არსებობდა. საჭიროა პრეზიდენტის ჩართულობა. 

ვფიქრობ, რომ ეს მუდმივი შეშფოთება იმით, რომ ალიანსში საქართველოს წევრობამ შეიძლება რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვიოს, კვლავ არსებობს. 

საქართველო უნდა იყოს NATO-ს წევრი. ალბათ, მესამედ ვამბობ ამას, მაგრამ კვლავ დიდი წინააღმდეგობა არსებობს და ეს ძალიან უსამართლოა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დიპლომატმა მეთიუ ბრაიზამ ამის შესახებ გადაცემა Пограничная ZONA-ში ისაუბრა. 

კომენტარები