მაქსიმ შევჩენკო

გომელაური შევჩენკოზე: აფხაზეთში 2009 წელს იყო, 6 წლის შემდეგ საქართველოში შემოსვლის უფლება აქვს

ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, რუსი პროპაგანდისტი და ჟურნალისტი, მაქსიმ შევჩენკო საქართველოში კანონის დარღვევით არ შემოსულა. მისივე თქმით, მას პასპორტში არ ჰქონდა შტამპი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მან ოკუპაციის კანონი დაარღვია და აფხაზეთში იყო.

"ეს ადამიანი შემოვიდა კანონის სრული დაცვით. ბევრი ადამიანი შემოდის, ბიზნესმენია, რეგისტრირდება და შემოდიან ჩვეულებრივად. რაც შეეხება შტამპს, რომელიც ოკუპაციის შესახებ კანონდარღვევას დაადგენდა, არაფერი არ იყო, პირველ რიგში. მეორეც, როცა მოვიძიეთ ჩვენ ოპერატიულად, არაოფიციალურად, ეს ადამიანი 2009 წელში იყო ნამყოფი აფხაზეთში. შტამპი რომც ჰქონოდა, ჩვენივე კანონით 6 წლის შემდეგ შეუძლია ამ ადამიანს, რომ შემოვიდეს და ეს აღარ ითვლება დანაშაულად. ანუ შტამპიც რომ ჰქონოდა, მაინც უფლება არ გვქონდა, რომ არ შემოგვეშვა, თუმცა არანაირი შტამპი არ ჰქონდა, შემოვიდა სრული კანონის დაცვით". – ამბობს გომელაური. 

შევჩენკო ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლების მოწვევით იმყოფებოდა. ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა დავითულიანის თქმით, ჟურნალისტი საქართველოში ბიზნესმოწვევით იმყოფებოდა.

კომენტარები