კორონავირუსი საქართველოში

სასტუმროების რესტორნები მხოლოდ 21:00-მდე იმუშავებენ – მთავრობის გადაწყვეტილება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასტუმროების რესტორნები მხოლოდ 21:00-მდე იმუშავებენ. ამის შესახებ მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

"მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა.

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ სასტუმროების დიდი ნაწილი ცდილობს ამ მოთხოვნების გვერდის ავლას და საახალწლო საღამოების მოწყობას.

აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00-მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი" - აცხადებს საქართველოს მთავრობა.

კომენტარები