კორონავირუსი საქართველოში

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 24 დეკემბრიდან არ განახლდება

თბილისის მერია

საზოგადოებრივი ტრანპორტის მუშაობა დიდ ქალაქებში 24 დეკემბრიდან არ აღდგება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის 2-თვიანი გეგმის მიხედვით მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე უნდა განახლებულიყო.

მაია ცქიტიშვილის თქმით, ხელისუფლების, კერძო სექტორისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რომ გაუფრთხილდეს იმ შედეგს, რომელსაც შეზღუდვების შემოღების შედეგად მივაღწიეთ და რაც ვიცეპრემიერის თქმით, ვირუსის გავრცელების შენელებაში გამოიხატება.

"ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში". - განაცხადა ცქიტიშვილმა.

დღეს, 22 დეკემბერს, საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შეზღუდვები იმ მასშტაბით არ შემსუბუქდება, როგორც ეს მანამდე იყო დაგეგმილი.

კომენტარები