კორონავირუსი საქართველოში

ცქიტიშვილი: გვახსოვს სავაჭრო ობიექტები შავ პარასკევს, ვერ დავუშვებთ, იგივე განმეორდეს

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველას გვაკისრია ეს პასუხისმგებლობა არამხოლოდ ეკონომიკის, არამხოლოდ ბიზნესის წარმომადგენლების, არამედ მთელი ქვეყნის წინაშე.

ნებისმიერი გადაწყვეტილება, ამა თუ იმ შეზღუდვის მოხსნის ან დაწესებასთან დაკავშირებით, ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ყოფაზეც და ცხოვრებაზეც, სიცოცხლეზეც აისახება.

ძალიან კარგად გვახსოვს ყველას, თუ როგორ გამოიყურებოდა ჩვენი სავაჭრო ობიექტები ე.წ. შავი პარასკევის დღეს, როდესაც იყო მოზღვავებული რაოდენობა ადამიანების, რომლებიც ამ სავაჭრო ქსელებში იყვნენ, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ იგივე ვითარება განმეორდეს ამ სავაჭრო ცენტრებში... 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი მაია ცქიტიშვილი.

კომენტარები