დამწვრობის ცენტრი

ქაშიბაძე: კაცი შემოვიდა დამწვრობით, თქვა, რომ კორონა დაამარცხა – ტანსაცმელს ცეცხლი მოუკიდა

პაციენტი შემოვიდა დამწვრობის ცენტრში, მოწიფული მამაკაცი, სახის და მტევნების დამწვრობით.

- რითი დაიწვით?

- კორონა დავამარცხე.

- კი მაგრამ, როგორ?

- რომ მოვრჩი, ტანსაცმელს ბენზინი გადავასხი და ეზოში დავწვი - მიპასუხა გახარებულმა.

p.s. დარწმუნებული ვარ დამწვრობასაც დაამარცხებს

წერს დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე Facebook-ზე.

კომენტარები