კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: არსებული მონაცემებით, ახალი შტამი ისე არ შეცვლილა, რომ ვაქცინამ არ იმოქმედოს

დღეს არსებული მონაცემებით, ის [კორონავირუსის ახალი შტამი] არ არის იმდენად შეცვლილი მუტაციის შედეგად, რომ მასზე ვაქცინამ არ იმოქმედოს. ანუ ვაქცინა მოახდენს ამ შტამით ინფიცირების პრევენციასაც და თუ ეს ასეა, ის კოვიდპაციენტები, ვინც გადაიტანეს ინფექცია, მათი იმუნიტეტიც დაიცავს ამ ახალი შტამისგან...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე რუსთავი 2-თან საუბარში, კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ, რომელიც 70%-ით უფრო გადამდებია. ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა, იქ უკვე 1000-ზე მეტი შემთხვევაა. დაავადების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა დანიაში, იტალიასა და ნიდერლანდებშიც, ამის გამო, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობაზე შეზღუდვები დააწესა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი, ბოლო ორ კვირაში დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირს სავალდებულო კარანტინი მოუწევს.

კომენტარები