ქართული ოცნება

ბოლქვაძე: ბავშვი, რომელიც ეხება ბეთჰოვენის და მოცარტის ჰანგებს, ვერ იქნება ცუდი ადამიანი

საქართველოში არის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა, განსაკუთრებით, მუსიკის მიმართულებით. საფორტეპიანო დარგში რესურსები არის ძალიან ბევრი და არის ძალიან დიდი ინტერესი. ასევე, მევიოლინეებიც.  

ფაქტი არის ის, რომ ჩვენ, ალბათ, უნდა ვიფიქროთ და არ ვიცი, როგორ უნდა განხორციელდეს ეს - როგორ შეიძლება მუსიკალური განათლების სკოლებში გადახედვის და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების გადახედვის პროცესი არის თუ არა ჩანიშნული. თუ არის რაიმე ბერკეტები, რომ ეს გაკეთდეს მაღალპროფესიულ დონეზე ახალგაზრდებისთვის და მომავალი თაობისთვის. 

აქ მძიმე პრობლემებია, როგორც იდეოლოგიური, ასევე, პროფესიონალური - ეს აზიანებს ბავშვების კრეატივს, ბავშვების ნიჭის გამომჟღავნებას, მათ განვითარებას. საქართველო მართლაც არის ნიჭიერი ადამიანების ქვეყანა.  

მე ვფიქრობ, რომ მუსიკალური აღზრდაც უნდა შემოვიდეს. შეიძლება, პროფესიონალურად, უმაღლეს დონეზე არ იყოს ყველა სკოლაში, მაგრამ ბავშვი, რომელიც ეხება მუსიკას, კიდევ გავიმეორებ, მოცარტის და ბეთჰოვენის ჰანგებს, ის არ შეიძლება იყოს ცუდი ადამიანი მომავალში...

ამბობს ქართული ოცნების წევრი, ელისო ბოლქვაძე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე.

კომენტარები