ჩვენ ხარჯზე გამდიდრებულების შესახებ

რა­ტომ უნ­და შო­უ­ლობ­დეს ინ­დო­ე­ლი და არა­ბი აქ ფულს ჩვენ ხარ­ჯ­ზე? რა უნ­დათ, რომ ჩა­მო­დი­ან ჩი­ნე­თი­დან და ჩვე­ნი ფუ­ლით მდიდ­რ­დე­ბი­ან? რა­ტომ გავ­ყი­დეთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც გვქონ­და უცხო ტო­მე­ლებ­ზე? რა, ქარ­თ­ვე­ლი მარ­ტო მო­სამ­სა­ხუ­რე უნ­და იყოს და ვი­ღაც გა­დამ­თი­ელს კა­პი­კებ­ზე ემ­სა­ხუ­როს? სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ალ­ბათ არა­ვის­თ­ვის უცხო არ არის ეს კითხ­ვე­ბი. წლე­ბია, ისი­ნი მეტ­-­ნაკ­ლე­ბი სიხ­ში­რით გვეს­მის პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბი­დან.

ან კი­დევ უფ­რო უარე­სი – თუ რუ­სე­თი მტე­რი­ა, რა­ტომ მივ­ყი­დეთ რაც გაგ­ვაჩ­ნ­და რუ­სულ კომ­პა­ნი­ებს? შე­იძ­ლე­ბა და­სავ­ლე­თის­კენ გქონ­დეს კურ­სი და „სტრატეგიულ ობი­ექ­ტებს” რუ­სულ ბიზ­ნეს­ზე ას­ხ­ვი­სებ­დე?

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლის­თ­ვის ეს კითხ­ვე­ბი კვლავ აქ­ტუ­ა­ლუ­რი­ა. უკა­ნას­კ­ნელ წლებ­ში, სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რი­დან შეზღუ­დულ დრო­ში მათ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბა, რო­გორც ჩანს, არა­საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნ­და. მო­სახ­ლე­ო­ბის ერ­თი, არც ისე მცი­რე ნა­წი­ლის წარ­მოდ­გე­ნა­ში ბიზ­ნე­სის კე­თე­ბა აღიქ­მე­ბა, რო­გორც ბო­რო­ტი კა­პი­ტა­ლის­ტის მი­ერ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ხარ­ჯ­ზე ფუ­ლის კე­თე­ბა (პრიმიტიული მარ­ქ­სის­ტუ­ლი ხედ­ვა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ამა­ზე არ შევ­ჩერ­დე­ბი). ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის შე­წი­რულ ჯა­ფას კი­დევ აიტან­და „ქართველი კა­ცი”, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა იმ წამს სხდე­ბა აუტა­ნე­ლი და სა­გან­გა­შო, რო­დე­საც ირ­კ­ვე­ვა ამ ადა­მი­ა­ნის ან კომ­პა­ნი­ის ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა (თუ და­ვუშ­ვებთ, რომ კომ­პა­ნი­ის ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა ტო­ლია მი­სი მფლო­ბე­ლე­ბის ეთ­ნი­კურ წარ­მო­მავ­ლო­ბა­თა სა­შუ­ა­ლო არით­მე­ტი­კუ­ლის).

ამ სტა­ტი­ის და­წე­რა სწო­რედ ამან გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა. თუმ­ცა პა­სუ­ხე­ბი და არ­გუ­მენ­ტა­ცი­ა, რო­მელ­თაც ქვე­მოთ მო­ვიყ­ვან, გან­კუთ­ვ­ნი­ლია მათ­თ­ვის, ვი­საც აინ­ტე­რე­სებს სა­კითხის ეკო­ნო­მი­კუ­რი მხა­რე. შე­სა­ბა­მი­სად, უპა­სუ­ხოდ დავ­ტო­ვებ ქსე­ნო­ფო­ბი­ით შეპყ­რო­ბილთ, ვის­თ­ვი­საც ყვე­ლა­ფე­რი უცხო სა­ში­ში­ა, იქ­ნე­ბა ეს სხვა ეთ­ნო­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თუ უცხო­უ­რი კომ­პა­ნი­ის კა­პი­ტა­ლი.

ახ­ლა დავ­ფიქ­რ­დი და მივ­ხ­ვ­დი, რომ დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ტექ­ს­ტის წე­რის პრო­ცეს­ში, სა­მიზ­ნე აუდი­ტო­რია კი­დევ არა­ერ­თხელ შე­ვიწ­როვ­დე­ბა.

შე­ვეც­დე­ბი და­ვიწყო თა­ვი­დან, ანუ დავ­ს­ვა შე­კითხ­ვა – რა გვინ­და? სტა­ტი­ის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლის კითხ­ვა, სა­სურ­ვე­ლი­ა, გა­აგ­რ­ძე­ლონ მხო­ლოდ მათ, ვინც თვლის, რომ ჩვე­ნი მი­ზა­ნია მაქ­სი­მა­ლუ­რად მე­ტი კე­თილ­დღე­ო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის. კე­თილ­დღე­ო­ბა­ში ცხა­დია არ იგუ­ლის­ხ­მე­ბა მა­ინ­ც­და­მა­ინც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დოვ­ლა­თის გარ­კ­ვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა. არა, ჩვენ გვინ­და კე­თილ­დღე­ო­ბა, ისე, რო­გორც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ეს­მის ეს – ზოგს ღია კოს­მოს­ში სურს გას­ვ­ლა, ზო­გი 50 ათა­სი წიგ­ნის წა­კითხ­ვას ეს­წ­რაფ­ვის, ხო­ლო ზოგს სა­კუ­თა­რი მა­ი­ბა­ხის ქო­ნა ურ­ჩევ­ნია ღვიძლ დედ­-­მა­მას. თუმ­ცა, რა ტი­პის მიზ­ნე­ბიც უნ­და გვა­მოძ­რა­ვებ­დეს, მათ ას­რუ­ლე­ბას სჭირ­დე­ბა მეტ­-­ნაკ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბის რე­სურ­სი, იგი­ვე ფუ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, მხო­ლოდ შიმ­ში­ლის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ნაკ­ლე­ბი რე­სურ­სი – ფუ­ლი სჭირ­დე­ბა, ხო­ლო მა­ი­ბა­ხის შე­ძე­ნა-­შე­ნახ­ვას – გა­ცი­ლე­ბით მე­ტი. ის, რომ დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უამ­რავ ადა­მი­ანს უჭირს – სწო­რედ რე­სურ­სე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

რო­გორ იქ­მ­ნე­ბა რე­სურ­სი? ანუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გავ­ზარ­დოთ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ისე, რომ ჯერ ელე­მენ­ტა­რუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა შევ­ძ­ლოთ, ხო­ლო შემ­დეგ ვი­ფიქ­როთ მეტ კომ­ფორ­ტ­სა თუ ფუ­ფუ­ნე­ბა­ზე? აქ კითხ­ვის შეწყ­ვე­ტას ვურ­ჩევ მათ, ვინც ფიქ­რობს, რომ რე­სურ­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა შევ­ქ­მ­ნათ, თუ მეტ ფულს დავ­ბეჭ­დავ­თ­-­და­ვა­რი­გებთ (შესაბამისად, მთავ­რო­ბა უსინ­დი­სო­ა, რად­გან მეტ ფულს არ ური­გებს გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს) ან თუ მეტს ვი­ლო­ცებთ და სან­თელს და­ვან­თებთ.

იმი­სათ­ვის, რომ რი­გი­თი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის გა­სა­გებ ენა­ზე ახ­ს­ნან, თუ რო­გორ ხდე­ბა მე­ტი რე­სურ­სის­-­კა­პი­ტა­ლის­-­ფუ­ლის შექ­მ­ნა, ეკო­ნო­მის­ტე­ბი ხში­რად იყე­ნე­ბენ რო­ბინ­ზონ კრუ­ზოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ერთ პო­პუ­ლა­რულ მა­გა­ლითს.

კრუ­ზო მარ­ტო აღ­მოჩ­ნ­დე­ბა უკაც­რი­ელ კუნ­ძულ­ზე და ცდი­ლობს ცოცხა­ლი გა­დარ­ჩეს. ერ­თა­დერ­თი საკ­ვე­ბი, რო­მე­ლიც მო­ი­პო­ვე­ბა, თევ­ზი­ა, შე­სა­ბა­მი­სად, ის იწყებს თევ­ზა­ო­ბას. თუმ­ცა არ გა­აჩ­ნია რა­ი­მე სა­ხის სა­თევ­ზაო ხელ­საწყო­-ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი და უწევს შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით თევ­ზა­ო­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მი­სი წარ­მა­დო­ბა არც ისე მა­ღა­ლი­ა. და­საწყის­ში, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ის ძლივს ახერ­ხებს იმ­დე­ნი თევ­ზის და­ჭე­რას, რომ შიმ­ში­ლი მო­იკ­ლას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კრუ­ზო ოს­ტატ­დე­ბა ხე­ლით თევ­ზა­ო­ბა­ში, ამ საქ­მეს იმ­დე­ნი დრო მი­აქვს, რომ სხვა რა­მის გა­სა­კე­თებ­ლად (ვთქვათ, სახ­ლის ასა­შე­ნებ­ლად) ვერ იც­ლის.

დღეს ჩვენც და­ახ­ლო­ე­ბით ანა­ლო­გი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით. ვცდი­ლობთ ელე­მენ­ტა­რუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, გვსურს მე­ტი, მაგ­რამ ამ მე­ტის­თ­ვის სა­ჭი­რო არც რე­სურ­სი გვაქვს და არც მის შე­საქ­მ­ნე­ლად სა­ჭი­რო დრო.

კრუ­ზო გა­დაწყ­ვეტს გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს თევ­ზა­ო­ბის ტექ­ნი­კა და და­ი­ჭი­როს მე­ტი თევ­ზი შე­და­რე­ბით მოკ­ლე დრო­ში, რა­თა გა­მო­ი­თა­ვი­სუფ­ლოს დრო სხვა საქ­მე­ე­ბის სა­კე­თებ­ლად (მეტი კომ­ფორ­ტის შე­საქ­მ­ნე­ლად). ის მო­ი­ფიქ­რებს ან­კესს, თუმ­ცა მის გა­კე­თე­ბას ასე­ვე სჭირ­დე­ბა დრო. შე­სა­ბა­მი­სად, დრო­ის იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც კრუ­ზო აკე­თებს ან­კესს, მან უარი უნ­და თქვას თევ­ზა­ო­ბა­ზე და, შე­დე­გად, თა­ვი შე­ი­კა­ვოს საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის­გან ანუ დარ­ჩეს მში­ე­რი. თუმ­ცა ან­კე­სის (ახალი რე­სურ­სის) შექ­მ­ნის შემ­დეგ, ის დღე­ში იჭერს გა­ცი­ლე­ბით მეტ თევზს. ახ­ლა მას შე­უძ­ლია ორი დღე ითევ­ზა­ოს, ხო­ლო მე­სა­მე დღეს სახ­ლი აშე­ნოს, რად­გან და­ჭე­რი­ლი თევ­ზის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­რი­სია მე­სა­მე დღეს მის გა­მო­საკ­ვე­ბად. მე­ტიც, ან­კე­სის სა­შუ­ა­ლე­ბით მას ეძ­ლე­ვა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რამ­დე­ნი­მე დღე უწყ­ვე­ტად ითევ­ზა­ოს, ხო­ლო შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე დღე და­ხარ­ჯოს ბა­დის ქსო­ვა­ზე – კი­დევ უფ­რო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ ახალ რე­სურ­ს­ზე, რო­მე­ლიც მე­ტად გაზ­რ­დის მი­სი შრო­მის პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბას და გა­მო­უ­თა­ვი­სუფ­ლებს დროს სხვა საქ­მე­ე­ბის (ანუ მე­ტი კომ­ფორ­ტის) შე­საქ­მ­ნე­ლად. რაც მთა­ვა­რი­ა, ამ დროს ის მში­ე­რი არ არის და წი­ნა დღე­ებ­ში ან­კე­სით და­ჭე­რილ თევზს მი­ირ­თ­მევს.

ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნიც ანა­ლო­გი­უ­რი­ა, რად­გან სამ­ყა­რო­ში რე­სურ­სი სხვაგ­ვა­რად არ იქ­მ­ნე­ბა. ჩვენც, ისე­ვე რო­გორც კრუ­ზოს, გვაქვს ერ­თი მთა­ვა­რი შეზღუ­დუ­ლი რე­სურ­სი – დრო, რო­მე­ლიც შეგ­ვიძ­ლია დავ­ხარ­ჯოთ ელე­მენ­ტა­რუ­ლი მოთხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე; ან გა­ვი­ჭირ­ვოთ, დავ­ზო­გოთ არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სი, და შევ­ქ­მ­ნათ უკე­თე­სი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტე­ბი, რომ მო­მა­ვალ­ში შევ­ძ­ლოთ სურ­ვი­ლე­ბის გა­ცი­ლე­ბით დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა – გზე­ბი, ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი აირის მი­წო­დე­ბის ახა­ლი სის­ტე­მე­ბი და სხვა – კა­პი­ტა­ლი­ა, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გაგ­ვი­ჩენს.

თუმ­ცა არ­სე­ბობს ერ­თი პრინ­ცი­პუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა კრუ­ზოს და ჩვენს მდგო­მა­რე­ო­ბას შო­რის – არ ვიმ­ყო­ფე­ბით უკაც­რი­ელ კუნ­ძულ­ზე და გვაქვს უზარ­მა­ზარ და მრა­ვალ­ფე­რო­ვან სამ­ყა­როს­თან ინ­ტე­რაქ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ამ სამ­ყა­რო­ში გაბ­ნე­უ­ლია ცოდ­ნა, რო­მე­ლიც არ გაგ­ვაჩ­ნია (ჯერ ჩვე­ნით არ ან ვერ მო­ვი­ფიქ­რეთ) და დი­დი ოდე­ნო­ბის, სხვე­ბის მი­ერ შექ­მ­ნი­ლი რე­სურ­სი, რო­მე­ლიც ეძებს ისეთ ად­გილს, სა­დაც კი­დევ უფ­რო გაზ­რ­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა. კრუ­ზოს ანა­ლო­გია რომ გა­ვაგ­რ­ძე­ლო, სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბობს ცოდ­ნა არა მხო­ლოდ იმის შე­სა­ხებ, რო­გორ უნ­და გა­კეთ­დეს ან­კე­სი ან ბა­დე, არა­მედ – რო­გორ უნ­და მო­ეწყოს თევ­ზ­სა­შე­ნი მე­ურ­ნე­ო­ბა და რო­გორ უნ­და აიწყოს თევ­ზ­მ­ჭე­რი სე­ი­ნე­რი. ასე­ვე, არის რე­სურ­სი, რომ­ლის დაგ­რო­ვე­ბაც შეძ­ლეს სხვებ­მა – ვი­ღა­ცე­ბი, სადღაც, ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის და ას­წ­ლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზო­გავ­დ­ნენ, ინა­ხავ­დ­ნენ, იკ­ლებ­დ­ნენ კომ­ფორტს და ქმნიდ­ნენ რე­სურ­სებს მო­მა­ვა­ლი კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის.

დღეს ჩვენ, მწი­რი რე­სურ­სე­ბი­სა (იგივე კა­პი­ტა­ლის) და ცოდ­ნის მქო­ნე სა­ხელ­მ­წი­ფოს, გვაქვს რამ­დე­ნი­მე არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. შეგ­ვიძ­ლია მო­ვიხ­მა­როთ ის, რაც გვაქვს ყო­ველ­დღი­უ­რი მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად და დავ­რ­ჩეთ ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის იმა­ვე დო­ნე­ზე ან წა­ვი­დეთ უარე­სო­ბის­კენ. ანუ, თუ ჩვენ არ გა­ვი­ჭირ­ვებთ, არ დავ­ზო­გავთ და არ და­ვუთ­მობთ დროს ახა­ლი რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნას – სა­ბო­ლო­ოდ დავ­რ­ჩე­ბით პრი­მი­ტი­ულ დო­ნე­ზე. ეს იგი­ვე­ა, კრუ­ზოს რომ გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა თევ­ზის ხე­ლით ჭე­რა, არ ეთ­ქ­ვა ცო­ტა ხნით უარი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა­ზე და არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა ან­კე­სი. ცხა­დი­ა, ეს ჩვენ­თ­ვის და­ღუპ­ვის ტოლ­ფა­სი­ა, რად­გან გვყავს ასე­ვე პრი­მი­ტი­ულ დო­ნე­ზე მყო­ფი დი­დი მე­ზო­ბე­ლი, რო­მე­ლიც რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნის ნაც­ვ­ლად, მათ მი­ტა­ცე­ბა­საა შეჩ­ვე­უ­ლი.

თუმ­ცა, ასე­ვე შეგ­ვიძ­ლი­ა, სწო­რი დას­კ­ვ­ნე­ბი გა­მო­ვი­ტა­ნოთ კრუ­ზოს მა­გა­ლი­თი­დან – არ გავ­ფ­ლან­გოთ დრო, დავ­ზო­გოთ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი რე­სურ­სი, მო­ვი­ფიქ­როთ რი­სი გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის გაზ­რ­დის მიზ­ნით (ანუ მო­ვი­პო­ვოთ ცოდ­ნა), გა­ვი­ჭირ­ვოთ რამ­დე­ნი­მე წე­ლი და შევ­ქ­მ­ნათ ახა­ლი რე­სურ­სე­ბი (ანკესი, ბა­დე), რი­თიც გა­ვიზ­რ­დით მო­მა­ვალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ამის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, მაგ­რამ ბევრ დროს მო­ითხოვს. სა­ნამ ჩვენ, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით, ერ­თი მხრივ, აღ­მო­ვა­ჩენთ სამ­ყა­რო­ში უკ­ვე არ­სე­ბულ და გა­მო­ყე­ნე­ბულ ცოდ­ნას, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ, და­ვაგ­რო­ვებთ კე­თილ­დღე­ო­ბის თუნ­დაც დღე­ვან­დე­ლი და­სავ­ლუ­რი დო­ნის­თ­ვის საკ­მა­რის რე­სურსს, გა­ივ­ლის არა ათ­წ­ლე­უ­ლე­ბი, არა­მედ ას­წ­ლე­უ­ლე­ბი. კრუ­ზო უბ­რა­ლოდ ვერ მო­ეს­წ­რე­ბა მა­ი­ბახს, მით უმე­ტეს, რომ მტა­ცე­ბე­ლი მე­ზო­ბე­ლი ამ­დენ დროს არ მოგ­ვ­ცემს.

მაგ­რამ არ­სე­ბობს მე­სა­მე გზა, გზა, რო­მე­ლიც კრუ­ზოს არ ჰქონ­და. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ცოდ­ნა და რე­სურ­სი მი­ვი­ღოთ გა­რე­დან და, რაც მთა­ვა­რი­ა, მი­ვი­ღოთ სწრა­ფად. ამის­თ­ვის კი აუცი­ლე­ბე­ლია იმ თა­ვი­სუ­ფა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ჟი­მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და კი­დევ უფ­რო გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ შევ­ქ­მე­ნით. ანუ, ნაც­ვ­ლად იმი­სა, რომ შე­ვე­ცა­დოთ და ჩვე­ნით მივ­ხ­ვ­დეთ რო­გორ კეთ­დე­ბა ფო­ტო­ა­პა­რა­ტი, ავ­ტო­მან­ქა­ნა თუ მა­ცი­ვა­რი, ხო­ლო შემ­დეგ დავ­ზო­გოთ რე­სურ­სე­ბი მათ და­სამ­ზა­დებ­ლად – შეგ­ვიძ­ლია უბ­რა­ლოდ სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ სხვებს, გა­რე სამ­ყა­რო­დან, შე­მო­ვიდ­ნენ მზა ცოდ­ნი­თა და რე­სურ­სით და აქ ააწყონ ეს ყვე­ლა­ფე­რი. ამის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი­ა, სხვებ­მა აქ მე­ტი მო­გე­ბის მი­ღე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვა და­ი­ნა­ხონ.

რას ვი­ღებთ ჩვენ აქე­დან? რამ­დე­ნი­მე რა­მეს. პირ­ველ რიგ­ში ცოდ­ნას, რო­მე­ლიც არ გვაქვს და რომ­ლის მო­პო­ვე­ბა­საც დრო სჭირ­დე­ბა; რე­სურსს, რო­მე­ლიც ასე­ვე არ გაგ­ვაჩ­ნი­ა, და რომ­ლის დაგ­რო­ვე­ბა­საც ასე­ვე დრო უნ­და; მო­ქა­ლა­ქე­თა და­საქ­მე­ბას, ანუ შე­მო­სა­ვალს და გაზ­რ­დილ კე­თილ­დღე­ო­ბას კონ­კ­რე­ტუ­ლი ოჯა­ხე­ბის­თ­ვის; გა­დახ­დილ გა­და­სა­ხა­დებს, რომ­ლე­ბიც გროვ­დე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო ბი­უ­ჯეტ­ში და შემ­დეგ იხარ­ჯე­ბა ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­სა და პენ­სი­ებ­ზე – დი­ახ, პენ­სი­ა, რო­მელ­საც იღებს 800 ათა­სი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, მათ შო­რის უცხო­უ­რი კა­პი­ტა­ლით შექ­მ­ნი­ლი ბიზ­ნე­სე­ბი­დან აკ­რე­ფი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის­გა­ნაც შედ­გე­ბა; გაზ­რ­დილ ეკო­ნო­მი­კურ აქ­ტი­ვო­ბას. შე­მო­სა­ვა­ლი, რო­მელ­საც ამ კომ­პა­ნი­ებ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იღე­ბენ, იხარ­ჯე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის პრო­დუქ­ტ­სა თუ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე, რაც ზრდის მოთხოვ­ნას ამ პრო­დუქ­ტებ­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და, შე­სა­ბა­მი­სად, ხელს უწყობს ბიზ­ნე­სე­ბის გა­ჩე­ნას (ან გა­ფარ­თო­ე­ბას) და მეტ და­საქ­მე­ბას.

აქვს თუ არა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, შე­მო­სუ­ლი კა­პი­ტა­ლი რუ­სუ­ლი იქ­ნე­ბა თუ ლა­ო­სუ­რი? და შე­იძ­ლე­ბა თუ არა, რომ ე.წ. სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტებს ფლობ­დ­ნენ რუ­სუ­ლი კა­პი­ტა­ლით შექ­მ­ნი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი? ეკო­ნო­მი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით კა­პი­ტა­ლის წარ­მო­მავ­ლო­ბას არა­ნა­ი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს. თუ რო­მე­ლი­მე კომ­პა­ნია რის­კავს სა­კუ­თა­რი კა­პი­ტა­ლის და­ბან­დე­ბას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ეს ნიშ­ნავს, რომ ის ელო­დე­ბა მო­გე­ბის მი­ღე­ბას. სი­კე­თე­ე­ბის მი­ღე­ბის მხრივ, ჩვენ­თ­ვის არა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბა და ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლილ ბე­ნე­ფიტს ისე­ვე მი­ვი­ღებთ, რო­გორც ბრი­ტა­ნუ­ლი კა­პი­ტა­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში მი­ვი­ღებ­დით. არ­სე­ბობს თუ არა საფ­რ­თხე, რომ რუ­სუ­ლი კა­პი­ტა­ლი გა­მო­ი­ყე­ნონ პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თ­ვის? არ­სე­ბობს. მაგ­რამ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ­სე­ბი­თია ორი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი, რო­მელ­თაც ასე­თი ალ­ბა­თო­ბა მი­ნი­მუ­მამ­დე დაჰ­ყავს. დი­დი ზო­მის რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი (მათ შო­რის ნა­ხევ­რად ან სრუ­ლად სა­ხელ­მ­წი­ფო მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი), რო­მელ­თა გა­მო­ყე­ნე­ბაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თ­ვის, ოპე­რი­რე­ბენ არა მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, არა­მედ მთელ პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცე­ში და უკ­ვე ევ­რო­პა­შიც. თუ ისი­ნი გა­ი­ფუ­ჭე­ბენ იმიჯს ერთ ქვე­ყა­ნა­ში, ეს უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებს მათ მო­მა­ვალ პერ­ს­პექ­ტი­ვებ­ზე ყველ­გან, სა­დაც ბიზ­ნე­სით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი. თუმ­ცა, სა­ერ­თოდ რომ გა­მოვ­რიცხოთ ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი, რო­გორც „ცუდი ყო­ფაქ­ცე­ვის” შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი, ის, თუ რო­გორ იქ­ცე­ვა ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნი­ა, და­მო­კი­დე­ბუ­ლია არა მხო­ლოდ მი­სი მფლო­ბე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა­სა და ეთ­ნი­კურ წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე, არა­მედ იმ თა­მა­შის წე­სებ­ზე, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბობს ამა თუ იმ ბა­ზარ­ზე – ჩვენს შემ­თხ­ვე­ვა­ში კი – სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. შე­სა­ბა­მი­სად, თუ რუ­სუ­ლი კა­პი­ტა­ლით შექ­მ­ნი­ლი კომ­პა­ნია სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­კა­ვე­ბუ­ლია კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბით – მო­გე­ბუ­ლი ვრჩე­ბით ჩვენც და ისიც. თუმ­ცა, თუ ის ეც­დე­ბა გახ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი, ისე­ვე და­ამ­თავ­რებს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ოპე­რი­რე­ბას, რო­გორც და­ამ­თავ­რებ­და ნე­ბის­მი­ე­რი სხვა წარ­მო­შო­ბის კა­პი­ტა­ლის ბა­ზა­ზე შექ­მ­ნი­ლი კომ­პა­ნი­ა. ზო­გა­დად, რო­დე­საც კა­პი­ტა­ლის რუ­სულ წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე ვსა­უბ­რობთ, უნ­და გვეს­მო­დეს, რომ დღე­ვან­დელ გლო­ბა­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში, არა­ნა­ი­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს ამა თუ იმ კომ­პა­ნი­ის პირ­ვე­ლა­დი რე­გის­ტ­რა­ცი­ის ად­გილს ან მფლო­ბელ­(ებ­)ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას. პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თ­ვის რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა ისე­ვე იოლად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის ან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­ერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნია (მარტივი მოს­ყიდ­ვის გზით), რო­გორც რუ­სუ­ლი კა­პი­ტა­ლით შექ­მ­ნი­ლი ბიზ­ნე­სი.

ასე­თი­ვე უაზ­რო­ბაა რუ­სუ­ლი კა­პი­ტა­ლის­თ­ვის ეკო­ნო­მი­კის გახ­ს­ნის კრი­ტი­კა ეთი­კის ნორ­მებ­ზე აპე­ლი­რე­ბით – რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იმ ქვეყ­ნის კომ­პა­ნი­ებს მიჰ­ყი­დო რა­მე, რო­მე­ლიც 200 წე­ლია სულს გხდის? აქაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ორი ფაქ­ტო­რი. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, რუ­სულ კომ­პა­ნი­ებს იმი­ტომ კი არ ვყი­დით რა­მეს, რომ მათ მო­ი­გონ (ეკონომიკის იგი­ვე, პრი­მი­ტი­უ­ლი მარ­ქ­სის­ტუ­ლი ხედ­ვა), არა­მედ იმი­ტომ, რომ ჩვენ მო­ვი­გოთ. პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ გვჭირ­დე­ბა ეს კა­პი­ტა­ლი, რომ ფეხ­ზე დავ­დ­გეთ, გავ­ძ­ლი­ერ­დეთ, სა­კუ­თა­რი კა­პი­ტა­ლი და­ვაგ­რო­ვოთ და ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ და­ვუძ­ვ­რეთ იმავე რუ­სეთს. სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნა იმის გა­მო, რომ ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ას რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია გაწ­ვ­დის, უბ­რა­ლოდ აბ­სურ­დი­ა. რუ­სუ­ლი Газпром-ის წი­ლი მსოფ­ლი­ოს ბუ­ნებ­რი­ვი აირით მო­მა­რა­გე­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 20%-ია. ამ აირით გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ ენერ­გი­ა­ზე შე­იძ­ლე­ბა დამ­ზად­და ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლი­თაც დავ­დი­ვართ, სა­მო­სი, რო­მელ­საც ვა­ტა­რებთ, ტე­ლე­ვი­ზო­რი, რო­მელ­საც ვუ­ყუ­რებთ და საკ­ვე­ბი, რო­მელ­საც მი­ვირ­თ­მევთ. უარი ვთქვათ ყვე­ლა­ფერ­ზე და ნა­ტუ­რა­ლურ მე­ურ­ნე­ო­ბას და­ვუბ­რუნ­დეთ?

მოკ­ლედ, თუ გვინ­და, რომ სწრა­ფად გა­ვი­ზარ­დოთ, სწრა­ფად ვის­წავ­ლოთ, სწრა­ფად გავ­მ­დიდ­რ­დეთ, სწრა­ფად მოგ­ვე­ცეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ და­ვუ­რი­გოთ გაზ­რ­დი­ლი დახ­მა­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის გა­ჭირ­ვე­ბულ ნა­წილს, მა­ლე შევ­ძ­ლოთ კომ­ფორ­ტის იმ დო­ნის შექ­მ­ნა, რო­გორ­საც ბევ­რი ჯერ კი­დევ შე­ნატ­რის – ხე­ლი უნ­და შე­ვუწყოთ უცხო­უ­რი რე­სურ­სე­ბის, იგი­ვე კა­პი­ტა­ლის, ქვე­ყა­ნა­ში შე­მოს­ვ­ლას. და თუ რო­მე­ლი­მე „უცხოტომელი” გა­დაწყ­ვეტს აქ რა­მის შე­ძე­ნას, ბიზ­ნე­სის აწყო­ბას და ხალ­ხის და­საქ­მე­ბას – ამ­რე­ზით ყუ­რე­ბის ნაც­ვ­ლად, მად­ლო­ბა უნ­და გა­და­ვუ­ხა­დოთ და და­ვარ­წ­მუ­ნოთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე უკე­თეს და მომ­გე­ბი­ან ად­გილს დე­და­მი­წა­ზე ვერ­სად იპო­ვის. პა­რა­ლე­ლუ­რად შეგ­ვიძ­ლია ლოც­ვაც გა­ვაძ­ლი­ე­როთ. კრუ­ზოც ლო­ცუ­ლობ­და ალ­ბათ.

 

კომენტარები