ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატები ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე იქნებიან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატები – ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე დასახელდნენ. მისივე თქმით, პარტიის ყრილობა, რომელზეც ახალი თავმჯდომარე დამტკიცდება, თვის ბოლოს გაიმართება.

"პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე ერთადერთი საკითხი იყო დღის წესრიგში – ახალი თავმჯდომარის არჩევის წესი. პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ თვის ბოლოს გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც დამტკიცდება პარტიის ახალი თავმჯდომარე. თავმჯდომარის არჩევა ელექტრონულად მოხდება.

პოლიტსაბჭოზე გამოიკვეთა კანდიდატები, ფარული კენჭისყრით იქნა შერჩეული კანდიდატები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას უკვე ელექტრონულ კენჭისყრაში – ესენი არიან ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე". – თქვა უდუმაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია 15 დეკემბერს დატოვა. ვაშაძემ განცხადება Facebook-ზე გამოაქვეყნა. ის ენმ-ს დატოვების მიზეზად ასახელებს "პარტიული სტრატეგიის არარსებობას", პარტიის გარშემო და შიგნით "ოდიოზური ფიგურების" გამოჩენას, "ელჩების წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმისა და შეურაცხყოფის კამპანიას" და "სხვა პრობლემებს"

კომენტარები