კორონავირუსი საქართველოში

კალაძე: რა არის ჩვენი იარაღი პანდემიასთან ბრძოლაში? რასაკვირველია, კარგი განწყობა, სიყვარული

მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და, რა თქმა უნდა, ჩვენც საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები იყოს სრულად დაცული ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის. ეს არის დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი. რა არის ჩვენი იარაღი პანდემიასთან ბრძოლის დროს? რასაკვირველია, კარგი განწყობა, სულიერი სიმხნევე, ადამიანების სითბო და სიყვარული. როგორ შევხვდეთ ახალ წელს - შეშინებულები და დათრგუნულები? ცხადია, არა! ჩვენი განწყობა, მომავლის რწმენა, იმედი, სადღესასწაულოდ მორთული ქუჩები, ერთმანეთისადმი სოლიდარობა დაასუსტებს ამ უხილავ მტერსაც კი. ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ - ბავშვების ჟრიამული, ხალისი, კისკისი არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ამ ვირუსს. 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

კომენტარები