თურქეთი

თურქეთში, გაზიანთეფის საავადმყოფოში ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებულ პროვინციაში, გაზიანთეფში, SANKO-ს საუნივერსიტეტო საავადმყოფოში COVID-19-ის ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

ხანძარი გამოიწვია ჟანგბადის ვენტილატორის აფეთქებამ.

11 ადამიანი, რომელიც აღნიშნულ ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში იმყოფებოდა ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

საავადმყოფოში პოლიციამ ხანძარი მალევე ჩააქრო. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები