ელისაშვილი: არსად არ მითქვამს, რომ ირაკლი კობახიძე პოზიტიური იყო

ალექსანდრე ელისაშვილი/Facebook.com

პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილი ტვ ფორმულას ეთერში მის მიერ ირაკლი კობახიძის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე დასმულ კითხვას უპასუხა. ელისაშვილის თქმით, მას არასდროს არ უთქვამს, რომ მოლაპარაკებებზე ირაკლი კობახიძე პოზიტიური იყო და ის ამბობდა, რომ მან ორი კობახიძე დაინახა.

"გულდაწყვეტა გულდაწყვეტაზე მაქვს შენს ყოველ კითხვაზე, იმიტომ, რომ არსად არ მითქვამს პოზიტიური იყო ირაკლი კობახიძეთქო, სად ნახე, რომ ვთქვი, რომ ირაკლი კობახიძე იყო პოზიტიური? ვთქვი, რომ დავინახე ორი კობახიძე, სადმე ვთქვი, რომ პოზიტიური იყო? თუ ეგრე არ არის, ბოდიშს მომიხდით? ინტერპრეტაციისთვის ბოდიშს მომიხდით?! აბა რატო მკადრებთ, რომ პოზიტიური ვთქვი? რატომ მეკითხებით მაგას, უბრალოდ უხერხულია ისეთ კითხვებს მისვამთ".- ამბობს ელისაშვილი. 

ელისაშვილმა ირაკლი კობახიძის შესახებ მოლაპარაკებათა მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ მთავარი არხის ეთერში ისაუბრა. "მე აღმოვაჩინე ორი ირაკლი კობახიძე. იქ [მოლაპარაკებებზე], იქ ძალიან საქმიანია, მომზადებული, ძალიან კორექტული. ჩვეულებრივ ზის და მუშაობს. აქ აქვს რაღაც როლი",- ამბობდა მაშინ ელისაშვილი.

კომენტარები