მდინარაძე ოპოზიციაზე: ბოლოს შეიძლება „ლეგიტიმური მკვლელობები“ განიხილონ

ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციური პარტიების ლიდერების, განსაკუთრებით, „ევროპული საქართველოს“ ოდიოზური ლიდერის ლექსიკაში გაჩნდა ფრაზები - ძალადობა და დაემატა ძალადობას ლეგიტიმური, მათი პოლიტიკური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ბოლოს შესაძლოა „ლეგიტიმური მკვლელობები“ განიხილონ მოცემულობად. გაიხსნა ყველა კარტი, როგორც იტყვიან, მათი საუბრის მთავარი საყრდენი იყო "გაყალბებული არჩევნები" და აღმოჩნდა,რომ არჩევნები კი არა, თურმე, პარალელური დათვლა ყოფილა გაყალბებული, რასაც ისინი ეყრდნობოდნენ. ალბათ, წლები გავა და ამას გავიხსენებთ, როგორც სკანდალურ და ძალიან ცუდ მოვლენას.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ოპოზიციონერების, კერძოდ კი ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა.

კომენტარები