კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე ბინაზე დარჩენილ მძიმე პაციენტებზე: უბრალოდ ჩანს, თორემ პროცენტულად ბევრი არაა

მინდა, მივმართო მოსახლეობას - ისინი, ვინც ამბობენ, რომ მძიმე პაციენტები იძულებულები არიან, დარჩნენ სახლში, ჰოსპიტალში მათთვის ადგილი არ გამოინახა, ფეისბუქზე ხშირად ქვეყნდება რაღაცები, არის ზარები, ახლობლების შეწუხება, მეც ძალიან ბევრი მირეკავს. საბოლოო ჯამში, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს... ცუდად არის კაცი, მძიმედ არის, დარჩა, სასწრაფომ არ მიაკითხა, ექიმმა არ მიაკითხა და ის წუხს, სამართლიანად წუხს, მაგრამ ეს პროცენტულად დიდი მაინც არ არის, ეს უბრალოდ ჩანს, თორემ პროცენტულად, ხერხდება მეტი ნაწილის ჰოსპიტალიზაცია, ვისაც სჭირდება.

ეს რომ არ იყოს და ბევრი მძიმე რჩებოდეს ბინაზე, მაშინ 33 კაცი არ იქნება ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილი, იქნება ასეულები და ათასები, როგორიც არის ევროპის ყველა ქვეყანაში...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ საქართველოში ჰოსპიტალს გარეთ კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა. ეს კი, მისი შეფასებით, "მიზერზე მიზერია".

კომენტარები