კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ზოგს უნდა, აპოკალიფსი იყოს, მათ ვეუბნები – დიახ, ძალიან ცოტა გარდაცვალება გვაქვს

ჩემი პასუხისმგებლობაა, იმ პაციენტებიდან, ვინც გახდნენ ავად, იქნება ეს 2 000, 5 000 თუ 10 000, მათგან რაც შეიძლება მეტი გადარჩეს და რაც შეიძლება ნაკლები გარდაიცვალოს.

აი, ამ პარამეტრს... ეს იწვევს ზოგში უკმაყოფილებას, ვისაც უნდა, რომ საქართველოში საშინელება იყოს, აპოკალიფსი იყოს, პირდაპირ უნდათ... მათ არ უნდათ, კარგი შედეგები იყოს საქართველოში და სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდათ.

მათ გასაგონად ვამბობ, დიახ, ჩვენთან იყო ძალიან ბევრი შემთხვევა და ძალიან ცოტა გარდაცვალება. გარდაცვალების პროცენტით საქართველოს სჯობს ევროპაში სულ 5-6 ქვეყანა...

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 17 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 201 368 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 953 გარდაიცვალა. 1 მილიონ მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მე-11 ადგილზეა, ხოლო სიკვდილიანობით - მე-40-ზე.

კომენტარები