კორონავირუსი საქართველოში

კალაძე: განიხილება, რამდენად მიზანშეწონილი იქნება კომენდანტის საათის 2-3 საათით გადაწევა

რაც შეეხება კომენდანტის საათს, რომ 21:00 საათზე ქალაქში გადაადგილება იზღუდება, 24 დეკემბრამდე არაერთი შეხვედრა იქნება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ საკომენდანტო საათი გადაიწიოს, მაგალითად,  23:00 ან 00:00 საათამდე.

განათებები დღეს მთელი ღამის განმავლობაში იქნება, ხოლო ხვალიდან უკვე, როდესაც კომენდანტის საათი დაიწყება, ნაძვის ხის გარდა, ჩამქრალი იქნება...

ინტერპრესნიუსის ცნობით, უთხრა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ნაძვის ხის ანთების შემდეგ.

კომენტარები