ჯორჯ კლუნი

ჯორჯ კლუნი: ტომ კრუზს ზედმეტი არ მოსვლია

People

გუშინ გამოცემა The Sun-მა აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც მსახიობი ტომ კრუზი გადამღები ჯგუფის წევრებს უყვირის.

საქმე ისაა, რომ გადასაღებ მოედანზე ორმა ადამიანმა კორონავირუსის პანდემიის დროს შემუშავებული რეგულაცია დაარღვია, რასაც შეუსრულებელი მისიის ვარსკვლავის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

კრუზის საქციელს ჰოლივუდის კიდევ ერთი ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი გამოეხმაურა.

"ტომ კრუზს ზედმეტი არ მოსვლია. მისი რეაქცია სრულიად ადეკვატური იყო. წესების დარღვევა ხშირი პრობლემაა, რომელიც გადასაღებ მოედანზე გვხვდება. ის პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერია, მის პასუხისმგებლობაში უამრავი ადამიანია, ფილმის გადაღებების შეჩერება უმუშევრად დარჩენილ ათობით პროფესიონალს ნიშნავს". – ამბობს კლუნი.

ამავე თემაზე:

კომენტარები