ჯორჯ კლუნი

ჯორჯ კლუნის 15 მილიონიანი სახლის მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა

ინგლისში ჯორჯ კლუნისა და მისი ცოლის ამალის 15 მილიონი ღირებულების სახლის ტერიტორია დაიტბორა.

შტორმის გამო მდინარე ტემზა ადიდდა რაც სახლის დატბორვის მიზეზად იქცა. ამის შედეგად წყალმა კორტები, საზაფხულო ვერანდა და გაზონები დაფარა. თვითონ შენობას წყალდიდობა არ შეხებია. 

მეთოთხმეტე საუკუნის სახლი კლუნიმ 2014 წელს იყიდა. შენობა ინგლისისთვის მნიშვნელოვან ნაგებობათა სიაშია შეტანილი. 

 

კომენტარები