საქართველოს პარლამენტი

ჯაფარიძე ბოლქვაძეზე: ფარიც [შეიძინონ] რა, სანიკიძისთვის

"ფარიც [შეიძინონ] რა, სანიკიძისთვის". - ასე ეხმაურება ზურაბ ჯაფარიძე ქართული ოცნების წევრის, ელისო ბოლქვაძის სიტყვებს, რომ "პარლამენტში თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ ფორტეპიანო და მეც დავუკრავ". 

"ვფიქრობ, რომ პარლამენტში შეიძლება, თუ არ არის ინსტრუმენტი, შეიძინონ ფორტეპიანო და ამაზე ვიფიქროთ, მეც დავუკრავ. უკეთესია, როდესაც მოცარტი და ბეთჰოვენი გაჟღერდება პარლამენტის კედლებში, მე ვფიქრობ, რომ მას მეტი სულიერება ექნება და მეტი ჰარმონია შემოვა ისეთ საკანონმდებლო ორგანიზაციაში, როგორიც არის პარლამენტი.
კიდევ ბევრი რამის გახსნა შეიძლება". - თქვა ელისო ბოლქვაძემ გუშინ, 16 დეკემბერს.

კომენტარები