კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: პრეპარატი რემდესივირი საქართველოშია

პრეპარატი რემდესივირი საქართველოშია. - თქვა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

"გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გუშინ ჩამოფრინდა ის პრეპარატი, რომელსაც ყველა ძალიან ელოდება. დღეს საქართველოში უკვე არის რემდესივირი, რომელიც ბატონი თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, კლინიკურ ჯგუფთან ერთად, გადანაწილდება იმ პაციენტებზე, რომლებზეც ჩაითვლება, რომ პრეპარატის გამოყენება იქნება ეფექტური და უსაფრთხო მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით". - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

კომენტარები