კორონავირუსი საქართველოში

გახარია: 300-ლარიან დახმარებაზე 65 000-ზე მეტი განაცხადია, ახალ წლამდე ყველას დავაკმაყოფილებთ

საქართველოს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემრულებლის, გიორგი გახარიას თქმით, 300-ლარიან მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე ამ დრომდე 65 000-ზე მეტი განაცხადია მიღებული. აქედან, მისივე თქმით, 54 000 დაკმაყოფილებულია. 

"28 ნოემბერს დაწყებული მიზნობრივი შეზღუდვების საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა მე-4 ტალღა მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის, დახმარების, ვგულისხმობ ერთჯერად, 300 ლარიან დახმარებას. დღეის მდგომარეობით, უკვე მიღებულია 65 000-ზე მეტი განაცხადი, რომლიდანაც 54 000 განაცხადი უკვე დაკმაყოფილებულია და რა თქმა უნდა, ჩვენ, ახალ წლამდე, ყველა განაცხადს, რომელიც  მიღებული იქნება ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, დავაკმაყოფილებთ". - თქვა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე. 

იმ პირებმა, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის უფლება, 24 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი, რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია. 

კომენტარები