ერთ-ერთი მიღწევაა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ასევე გარდამავალი შედეგი - პირბადის ტარება ქვეყანაში გაზრდილია, დაახლოებით 65%-მდე, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. ჩვენი მიზანია 90-95%. ეს ის მონაცემებია, როდესაც ჩვენ ეკონომიკის თამამად გახსნა შეგვეძლება.
ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ხანდაზმულებზე, ჩვენს მოხუცებზე, ქრონიკული დაავადების მქონე ჩვენს მოქალაქეებზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მობილურობა შევინარჩუნოთ დაბალ დონეზე, ან გავზარდოთ მაშინ, როდესაც ყველა რისკი გადაზღვეული გვექნება.