კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, როგორ გავართმევთ თავს საახალწლო დღესასწაულებს

პასუხისმგებლობით უნდა ვიმოქმედოთ, პირველ რიგში, საახალწლო დღეებშიც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს. ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და, რა თქმა უნდა, თავი უნდა ავარიდოთ ჩვენთვის შეიძლება ასე ჩვეულ დიდ წვეულებებს. უნდა გვესმოდეს, რომ წელს განსაკუთრებული წელია. განსაკუთრებული წელია გამოწვევებით და დიდი მნიშვნელობა ექნება ჩვენი შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის, როგორ გავართმევთ თავს, პირველ რიგში, საახალწლო დღესასწაულებს.

ამბობს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი გახარია მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

კომენტარები