მკვლელობა

შსს: ქობულეთში მომხდარი მკვლელობის გამო ერთი ადამიანი დავაკავეთ

shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში მომხდარი მკვლელობისთვის, 40 წლის ე.მ. დააკავეს. უწყების ცნობით, 15 დეკემბერს, ბრალდებულმა თანასოფლელს - თ.პ.-ს იარაღის
მუქარით ავტომობილი გასტაცა და ქობულეთის მიმართულებით გაემართა. 

"ე.მ.-მ ქობულეთში, მემედ აბაშიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაცნობი - 1968 წელს დაბადებული ვ.ვ., წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, თანნაქონი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 179-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს". - წერია შსს-ს განცხადებაში. 


დანაშაული 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები