საქსტატი

მესამე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1239 ლარამდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.8%-ით, 22.4 ლარით გაიზარდა და 1 239.5 ლარი შეადგინა. 

მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 10.4 ლარით შემცირდა და 1 305.9 ლარი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 978.1 ლარით, ხოლო კაცების - 1 472.5 ლარით განისაზღვრა.

საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2 150.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 9.8%-ით).
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 023.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.6%-ით).
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 909.7ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 1.4%-ით).
  • მშენებლობა – 1 875.8 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 6.6%-ით).

კომენტარები