ტაქსების რეგულირება

მარჯვენასაჭიან ტაქსებს საქმიანობის უფლება 2022 წლამდე გაუხანგრძლივდებათ

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, B კატეგორიაში მარჯვენასაჭიან ტაქსებს საქმიანობის უფლება 2021 წლის ნაცვლად 2022 წლამდე ექნებათ. კალაძის თქმით, გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებასა და ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირდება.

"მინდა, ასევე შევეხო ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ მიმართულებას, ტაქსების რეფორმას, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ და ამ რეფორმის შედეგად ჩვენ გვაქვს ორი მიმართულება, ერთი არის A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, ეს არის თეთრი ტაქსები სპეციალური მანათობლით, ლიცენზირებულები, რომლებიც ქალაქში გადაადგილდებიან, ეს იყო რეფორმის პირველი ტალღა და მეორე არის B კატეგორიის ტაქსის მძღოლები, რომლებიც აპლიკაციით მუშაობენ.

B კატეგორიაში ჩვენ მივეცით შესაძლებლობა ასევე მარჯვენასაჭიან ავტომობილის მძღოლებს, რომ ქონდეთ ამ სერვისის განხორციელების შესაძლებლობა, თუმცა ეს გვქონდა ჩაკეტილი დროში, მათ ამის უფლება ჰქონდათ 2021 წლამდე, თუმცა, ყველას კარგად გვესმის არსებული რთული ვითარება, პანდემია, ეკონომიკური პრობლემები და გვინდა, ეს უფლება მათ ერთი წლით გავუხანგრძლივოთ და 2022 წლამდე B კატეგორიაში მარჯვენასაჭიან ავტომობილებს ექნებათ შესაძლებლობა, გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა". – თქვა კალაძემ.

ამ დრომდე არსებული გადაწყვეტილებით, მარჯვენასაჭიან ტაქსებს მუშაობა 2021 წლიდან უნდა შეეწყვიტათ

კომენტარები