კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 3 487 ახალი შემთხვევა

eucord

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 495 პაციენტი.  

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 943 კვლევა, მათ შორის 10 477 ანტიგენის სწრაფი ტესტით და 7 466 PCR ტესტით

16 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 198 387 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 167 281 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 922 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები