მამა მიქაელი

მღვდელი: ვინმეს იარაღზე ხელი წაუცდა, გამღიზიანებლის ბრალი იქნება და არა ეკლესიის

მამა მიქაელ ბრეგვაძე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი და საგარეო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილეა. 

ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში მან ძალადობის წამახალისებელი განცხადება გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ აპირებს საპატრიარქო შესაბამისი პასუხი გასცეს ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში მღვდლებზე აუგად საუბარს, მან თქვა, რომ ეკლესია იარაღისკენ, ბრძოლისკენ ვერ მოუწოდებს, ხოლო ძალადობაში ბრალი მსხვერპლს მიუძღვის და არა მოძალადეს. 

"ეკლესია ვერ მოუწოდებს იარაღისაკენ და ვერ მოუწოდებს ბრძოლისაკენ, თუ ვიღაცას წაუცდა ხელი, ეს მისი ბრალი იქნება, ვინც ის გააღიზიანა, ეს ეკლესიის ბრალი ნამდვილად არ იქნება, ჩვენ ასეთი მოწოდებები არ გვაქვს". – ამბობს მამა მიქაელი. 

 

კომენტარები