ნიკა გვარამიას ოჯახზე თვალთვალი

გვარამია წულუკიანზე: უკანონო თვალთვალი გარეგნობით თუ იზომება, ქუჩაში თავს როგორ არ უჭეჭყავენ?

ჩემი ცოლი, ჯერ ერთი, რომ ჩემთვის ნამდვილად მზეთუნახავია. მაგრამ ამისთვის რომ უკანონო თვალთვალი და პირადი ხელშეუხებლობა გარეგნული კრიტერიუმებით იზომება, აბა, ეს საერთოდ სახლიდან როგორ გამოდის და ქუჩაში თავს როგორ არ უჭეჭყავენ? ეს ნახევრად ხუმრობით და სერიოზულად - ამაზე ღია და პირდაპირი მუქარა ჩემი ოჯახის წევრებზე, თან ასე საჯაროდ არავის გამოუთქვამს ჯერ...

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Facebook-ზე ეხმაურება თეა წულუკიანს, რომელმაც გვარამიას ოჯახზე თვალთვალის შესახებ თქვა "მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ?!".

კომენტარები