გაზრდილი კრიმინალი

შსს: დავაკავეთ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი, რომელმაც გუშინ 1 ადამიანი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ნ.დ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა გუშინ, 13 დეკემბერს, ლომთათიძის ქუჩაზე, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები