გაზრდილი კრიმინალი

სესიაშვილი: დღეში 100-150 დანაშაული ხდება და თუ ყველას გააშუქებთ, მოსახლეობა ქუჩაში აღარ გავა

ძალიან რთულია, მოსახლეობას ესაუბრო კრიმინოგენურ სიტუაციაზე, როდესაც ყოველდღიურად ეთერში უყურებს სხვადასხვა კონკრეტულ ფაქტებს, მათ შორის მკვლელობას, ძარცვას, ყაჩაღობას და ა.შ. დღეში დაახლოებით 100-150 დანაშაული ხდება და თუ ყველას გააშუქებს, მერწმუნეთ, რომ მოსახლეობა ქუჩაში აღარ გავა.

მაგრამ, არის კიდევ სტატისტიკა, რომელიც ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ეს რეალობაა და ამ სტატისტიკის მიხედვით, მძიმე დანაშაულებები ქვეყანაში წინა ხელისუფლების მმართველობასთან შედარებით შემცირდა 2,5-ჯერ, 3-ჯერ...

ამბობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ქვეყანაში არსებულ კრიმინალურ ვითარებაზე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები