ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ბელარუსი

ბელარუსში ანტისამთავრობო აქციაზე 70 მომიტინგე დააკავეს

კვირა, 13 დეკემბერი, 2020 - 19:14
tbl.ge/5bc1
დაკოპირდა

ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება.

13 დეკემბერს ბელარუსში პოლიციამ ანტისამთავრობო აქციაზე დაახლოებით 70 მომიტინგე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსული უფლებადამცველთა ორგანიზაცია Viasna-96 ავრცელებს. 

Tweet

ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტოს Nasha Niva-ს ინფორმაციით, კვირას ბელარუსის სხვადასხვა ქალაქებში ასზე მეტი მსვლელობა გაიმართა, მათ შორის, მინსკშიც. თითოეულ მსვლელობაში რამდენიმე ათეული ან რამდენიმე ასეული ადამიანი იღებდა მონაწილეობას. მსვლელობების ნაწილი ქალაქების უბნებშიც გაიმართა.

მომიტინგეების ნაწილს ხელში ეჭირა ბელარუსის ისტორიული თეთრი-წითელი-თეთრი დროშა. "დიდხანს სიცოცხლე ბელარუსს!" - გაიძახდნენ ისინი. 

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აგვისტოში ბელარუსში აქციები დაიწყო, 30 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 

საპროტესტო აქციები ბელარუსში სამი თვეა, გრძელდება. დემონსტრაციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს. არჩევნების შედეგების თანახმად, ალექსანდრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდა ბელარუსის პრეზიდენტი. მან ხმების 80%-ზე მეტი მოაგროვა. ბელარუსის ცეესკოს მონაცემების თანახმად, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 10% დააგროვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.

ბელარუსიაქცია ბელარუსშილუკაშენკომინსკი

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 3 აპრილი, 2026 - 11:41ბელარუსში რუსეთის მსგავსად, ანტი-LGBTQ+ კანონი მიიღეს
  • პარასკევი, 13 მარტი, 2026 - 13:20ICC ბელარუსის შესაძლო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიებას იწყებს
  • პარასკევი, 20 თებერვალი, 2026 - 18:34ბელარუსმა პატიმრობიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიკოლა სტატკევიჩი გაათავისუფლა
  • შაბათი, 13 დეკემბერი, 2025 - 18:55ბელარუსულ კალიუმზე აშშ-ს სანქციებს მოხსნის ფონზე ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი შეიწყალა
  • ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025 - 12:42BelTA: ბელარუსის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:52

საქართველოს ბანკი UNFPA-სთან თანამშრომლობას იწყებს (რ)

ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:25

ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო სამართალს ხაზი გადაუსვა - პაპუაშვილი
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:20

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო სამართალს ხაზი გადაუსვა - პაპუაშვილი

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:05

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად €120 მილიონს გამოყოფს

პაპუაშვილი: რეზოლუციამ გაგვიჩინა კითხვა, რამდენად იქნება ეუთო მტკიცე ზეწოლის წინააღმდეგ
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 15:05

პაპუაშვილი: რეზოლუციამ გაგვიჩინა კითხვა, რამდენად იქნება ეუთო მტკიცე ზეწოლის წინააღმდეგ

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
3რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
4"მონანიების არქონით, ელისაშვილმა ვერ დაიმსახურა მინიმუმი სასჯელი" - პროკურორი
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕