კორონავირუსის 29 727 აქტიური შემთხვევიდან 1 074 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში – 500, აჭარაში – 149, იმერეთში – 215.
მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 439 პირი, მათგან თბილისში – 220, აჭარაში – 51, იმერეთში – 55.
საავადმყოფოებში სულ 6 869 ადამიანი მკურნალობს, 3 077 ინფიცირებული COVID-სასტუმროში იმყოფება, ხოლო 19 781 პირი – ბინაზე.
13 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 2 720 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 942 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 189 726 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 158 183 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 790 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამჟამად ქვეყანაში სულ ინფიცირების 29 727 აქტიური შემთხვევაა.
მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.





