კორონავირუსის 30 995 აქტიური შემთხვევიდან 1 165 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში - 539, აჭარაში - 151, იმერეთში - 267.
აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 442 პაციენტი, მათგან თბილისში - 209, აჭარაში - 54, იმერეთში - 59.
საავადმყოფოებში სულ 6 817 ადამიანი მკურნალობს, 3 227 ინფიცირებული კოვიდ-სასტუმროში იმყოფება, ხოლო 20 951 პირი - ბინაზე.
12 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 187 006 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 154 241 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 746 პაციენტი კი გარდაიცვალა. სულ 30 995 აქტიური შემთხვევაა.
მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.





