კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 734 ახალი შემთხვევა

CDC/Science Photo Library

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა 4 734 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 895 პაციენტი.   

ბოლო 24 საათში 20 959 ტესტი ჩატარდა - 13 166 ანტიგენის და 7 793 PCR.

9 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 174 282  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 145 287 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 614 პაციენტი კი გარდაიცვალა.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები