კორონავირუსი საქართველოში

ზახაშვილი: ნორმალურ ცხოვრებას მყისიერად ნამდვილად ვერ დავუბრუნდებით

ეს მყისიერად ნამდვილად არ მოხდება, ჩვენ კიდევ მოგვიწევს ერთი ხანი ამ ახალმიღებული ჩვევების და წესების მიხედვით ცხოვრება, რასაც ჰქვია დისტანცირება, ნიღბების ტარება და ჰიგიენის წესების დაცვა.

იმუნიზაციის პროცესი დაიწყება ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ, ის ნელ-ნელა გაფართოვდება და სულ უფრო ფართო და ფართო მასებს მოიცავს ჩვენი მოსახლეობის, იმუნიზაციის გზით ამ დაავადებისგან მეტი ადამიანი იქნება დაცული, თუმცა, ეს არ იქნება მყისიერი ეფექტი და გარკვეული დრო ამასაც დასჭირდება...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი პირველი არხის ეთერში, კითხვაზე, როდის დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას.

კომენტარები