კორონავირუსი საქართველოში

ზახაშვილი: არც ერთ ქვეყანაში Covid-ვაქცინაციის სავალდებულოობა დღეისთვის არ განიხილება

ჯერჯერობით, ითვლება, რომ Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ინდივიდუალური იმუნიტეტის შესაქმნელად არის გამიზნული და იმისთვის, რომ  შეამციროს ქვეყნებისთვის მძიმე ავადობისა და სიკვდილობის ტვირთი შეამციროს.

შესაბამისად, პირველ ეტაპზე ვაქცინები იმ რაოდენობით არც ერთი ქვეყნისთვის არ იქნება, რომ მან ერთბაშად, მცირე ხანში, ერთი დარტყმით აცრას მთელი თავისი საზოგადოება, თუნდაც, სავალდებულოდ დააწესოს ეს ვაქცინაცია და ამგვარად შექმნას მძლავრი იმუნური ფენა თავის ქვეყანაში და შეაჩეროს დაავადების შემდგომი გავრცელება.

შესაბამისად, მე რამდენადაც ვიცი, არც ერთ ქვეყანაში ვაქცინაციის სავალდებულოობა დღეისთვის არ განიხილება, ის არის რეკომენდებული რამდენიმე პრიორიტეტული ჯგუფისთვის. საქართველო ამჟამად მუშაობს თავისი გეგმის ჩამოყალიბებაზე - როგორ, რანაირად, რა თანმიმდევრობით, რომელ პრიორიტეტულ ჯგუფებს მიაწვდის კოვიდის ვაქცინას...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი პირველი არხის ეთერში.

კომენტარები