ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია მისი პარტიის ლიდერზე: არ გამოსულა მე მგონი ჯერ საერთოდ შეხვედრიდან

"არ გამოსულა მე მგონი ჯერ საერთოდ". – ასე უპასუხა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნიკა მელიამ მთავარი არხის დირექტორის და წამყვანის, ნიკა გვარამიას კითხვას - "დღეს ყველამ გააკეთა კომენტარი თქვენი პარტიის ლიდერის გარდა, როგორ უნდა გავიგოთ?".

"სად?" – იკითხა ნიკა მელიამ, რაზეც გვარამიამ განუმარტა, რომ ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების შემდეგ.

"ვერ გეტყვით, არ მინახავს არც მე". – თქვა მელიამ.

მთავარი აქცენტების წამყვანმა აღნიშნა, რომ ვერ ნახავდა, რადგან არ გაუკეთებია კომენტარი. სწორედ ამის შემდეგ თქვა ნიკა მელიამ, რომ მისი პარტიის ლიდერი, სავარაუდოდ, ჯერ შეხვედრიდან არც გამოსულა.

ნიკა გვარამიამ იკითხა, ხუმრობს თუ არა ოპოზიციონერი, რაზეც ენმ-ის წევრმა თქვა, რომ "არა, ჟურნალისტები ხომ იდგნენ და".

8 დეკემბერს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გაიმართა, რომელიც დაახლოებით 21:00-ზე დასრულდა.

კომენტარები