მკვლელობა

ნიუ-იორკში 18 წლის ქართველი მოკლეს

ნიუ-იორკში 18 წლის ქართველი, ჯაბა ადამია მოკლეს. ინფორმაციას ამერიკის ხმა ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მათივე ცნობით, მკვლელობა ბრუკლინში, აღმოსავლეთ 21-ე ქუჩისა და ავენიუ პ-ის შორის მოხდა.

ნიუ-იორკის პოლიციის ინფორმაციით, ადამია მკვლელობის ადგილიდან, დაახლოებით, 800 მეტრში ცხოვრობდა. მას ცივი იარაღით დაზიანებები მკერდის არეში მიაყენეს. ის ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩება ვერ შეძლეს. 

სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. პოლიციას დამნაშავე ჯერ არ დაუკავებია. 

კომენტარები