კორონავირუსი საქართველოში

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 673 ახალი შემთხვევა

NIAID/National Institutes of Health via AP

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 893 პაციენტი.   

ბოლო 24 საათის განმავლობაში 16 646 ტესტი ჩატარდა - 11 400 ანტიგენი და 5 246 PCR.

8 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 169 649 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 141 392 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 576 პაციენტი კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655.

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები