ტრანსგენდერი ქალები

"არ გაგვწიროთ შიმშილის, სიცივისა და სიკვდილისთვის" - ტრანსგენდერი ქალების წერილი მთავრობას

თანასწორობის მოძრაობა

ტრანსგენდერი ქალები მთავრობას დახმარებას სთხოვენ. საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში მათ ერთობლივი განცხადება შეიტანეს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით. ვინაიდან გვიწევს უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრება, საბაზისო საჭიროებების გარეშე, როგორიც არის საცხოვრებელი, საკვები, მედიკამენტები, გთხოვთ, ჩვენი გასაჭირი და პრობლემები მიიტანოთ გულთან და ამ პანდემიის პირობებში, ვიდრე არსებული აკრძალვები არ დასრულდება, მოგვაქციოთ ყურადღება. რადგან ვართ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, არ შეგვხებია არც ერთი ანტიკრიზისული გეგმა. ამავდროულად, ტრანსგენდერი ადამიანების 90% ვიყავით სექს სამუშაოზე თვითდასაქმებულები და შეძლებისდაგვარად გაგვქონდა თავი. არსებული მდგომარეობის გამო აღარ გვაქვს ამის შესაძლებლობა.

ამიტომ გთხოვთ, მოგვაქციეთ ყურადღება. გთხოვთ, არ გაგვწიროთ შიმშილის, სიცივის და სიკვდილისთვის. წინასწარ გიხდით მადლობას და ველოდებით თქვენს პასუხს". – წერია განცხადებაში. 

საკოორდინაციო საბჭოს მიერ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ძალაში 28 ნოემბრიდან შევიდა.

რა შეზღუდვები მოქმედებს ქვეყანაში – სრულად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები