ტრანსგენდერი ქალები

თბილისში ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ

flickr

ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ. ორმა პირმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 

როგორც დაზარალებული ტრანსგენდერი ქალი მთავარ არხთან ჰყვება, ჰომოფობიურად იყო განწყობილი პოლიციის თანამშრომელიც. მისივე თქმით, პირები, ვინც თავს დაესხნენ, მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, როდესაც ადგილზე მთავარი არხის გადამღები ჯგუფი მივიდა.

"გოგონამ თავის მეგობარ ბიჭთან ერთად ჩამოიარა. გოგო იყო, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში. ძალიან აგრესიულად იყვნენ განწყობილები ჩვენ მიმართ, იგინებოდნენ, გვემუქრებოდნენ ცეცხლსასროლი იარაღის გადატარებით. პატრულის თანამშრომელიც ძალიან ჰომოფობიურად განეწყო ჩვენ მიმართ. თქვენს მოსვლამდე არ მოხდა ამ ადამიანების დაკავება. 

მოგვკლავენ ერთხელაც იქნება და ისევ მორიგი ტრანსგენდერის სიცოცხლე დაეწერება სახელმწიფოს ზურგზე, რომელიც არ ზრუნავს თავის მოქალაქეებზე". – ამბობს დაზარალებული ტრანსგენდერი. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 166 მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მუხლი ითვალისწინებს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ან თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, - ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კომენტარები