ტრანსგენდერი ქალები

მის ტრანსგენდერი 2017 ძალადობის მოსალოდნელი საფრთხის გამო აღარ ჩატარდება

კონკურსი "მის ტრანსგენდერი 2017", რომელიც 31 მარტს იყო დაგეგმილი, აღარ ჩატარდება. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას ორგანიზაცია "ლგბტ საქართველოს" წარმომადგენელმა ლევან ბერიანიძემ დაუდასტურა.

ბერიანიძის თქმით, კონკურსის გადადების მიზეზი ძალადობის მოსალოდნელი საფრთხე გახდა, რადგან Facebook-ზე აგრესიული მომხმარებლების მობილიზება დაიწყო.

„რადიკალი ჯგუფები მობილიზდნენ და დაიწყეს ჯგუფებში პოსტვა, რომ "ხალხო, შევიკრიბოთ", "აქცია ჩავატაროთ", "არ დავუშვათ"... ამის გამო გადავწყვიტეთ, დროებით გადავდოთ. ცემა-ტყეპა არ გვინდა. ჩვენ მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ ამის მიუხედავად, დაძაბულ გარემოში კონკურსის ჩატარება არ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად. შესაძლოა, მომავალში ჩატარდეს, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით", - ამბობს ბერიანიძე ტაბულასთან საუბარში.

31 მარტს ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღე აღინიშნება. "მის ტრანსგენდერი 2017-ის" ორგანიზატორები თავად ტრანსგენდერი ქალები იყვნენ.

კომენტარები