კორონავირუსი საქართველოში

შსს: პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ბოლო 24 საათში 785 ადამიანი დაჯარიმდა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 785 ადამიანი, ხოლო იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისღვის 70 ადამიანი დააჯარიმა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები".- წერს შსს. 

ცნობისთვის, პირბადის ტარების წესის დარღვევა 20 ლარით ჯარიმდება, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

კომენტარები