ავტოსაგზაო შემთხვევა

ჭავჭავაძეზე პატრული ქვეითს დაეჯახა – დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, მართვით სუნთქვაზეა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ქვეითად მოსიარულე, რომელსაც ჭავჭავაძის გამზირზე საპატრულო პოლიციის მანქანა დაეჯახა ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. შუახნის ქალის მდგომარეობა მძიმეა. 

"პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, აღენიშნება ქალა-ფუძის მოტეხილობა".- ამბობს ექიმი. 

ჭავჭავაძის გამზირზე საპატრულო პოლიციის მანქანა ქვეითად მოსიარულეს გუშინ, 5 დეკემბერს დაეჯახა.

პროკურატურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები