ავარია ახალ გზაზე

ახალ გზაზე მსუბუქი ავტომანქანა ბოძს შეეჯახა – დაშავებულია ერთი ადამიანი

თბილისში, ახალ გზაზე მსუბუქი ავტომანქანა ბოძს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა. 

დაშავებული ამ დროისთვის, კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები