კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე COVID-19-ის მართვაზე: ხარვეზი ბევრია – იდეალური არაფერი არ არის

ხარვეზი ბევრია. ბევრია იმიტომ, რომ სისტემა ძალიან გადატვირთულია. იმიტომ, რომ შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრია. ახლა რომ ხშირად სვამენ საკითხს "რატომ არ მოემზადა?" ამაზე მარტივი პასუხია - იდეალური არაფერი არ არის. მაგრამ უკეთ მოემზადა, ვიდრე ოდესმე ყოფილა ქვეყანა მზად მსგავსი გამოწვევისთვის.  

სულ არ ვიყავით ასე მზად გაზაფხულზე. გაზაფხულზე რომ ყოფილიყო ასეთი ტალღა, სისტემა 2 კვირაში ჩამოიშლებოდა და ვერ გაუძლებდა.

მესმის, რომ ბევრი ხარვეზია, მესმის, რომ ბევრ ადამიანს აქვს პრეტენზია. დღეს 6 768 ადამიანი იწვა სტაციონარში. დაახლოებით, 4 000-მდე იყო COVID-სასტუმროებში. 16 000-მდე ადამიანი არის ბინაზე მკურნალობაზე.

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.

კომენტარები